|
2024-07-05 15:14:20, 406 ნახვა
პოლიტიკა
„საქართველოსთვის“ - ძალაუფლების შესანარჩუნებლად „ოცნება“ არამხოლოდ ევროპულ მომავალს, არამედ სუვერენიტეტსაც რისკის ქვეშ აყენებს
"ოცნებამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, საქართველოს დეოკუპაციაზე, ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე, მხარი არ დაუჭირა, რითაც ჩაიდინა ეროვნული ინტერესების კიდევ ერთი ღალატი,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარტია "საქართველოსთვის" ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ "ოცნების" მხრიდან სუვერენიტეტის დაცვის ნარატივი ყალბი წინასაარჩევნო მანიპულაციაა - სინამდვილეში, ძალაუფლების შესანარჩუნებლად "ოცნება" არამხოლოდ ევროპულ მომავალს, არამედ სუვერენიტეტსაც რისკის ქვეშ აყენებს". "რეზოლუცია მოუწოდებს დეოკუპაციისკენ, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ საქართველოს ტერიტორიული მხარდაჭერის სრული დაცვით და მტკიცე მხარდჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ამავდროულად, რეზოლუცია შეიცავს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს ოქტომბრის არჩევნების დაცვაზე და კრემლის მიერ მხარდაჭერილად აფასებს საქართველოს ხელისუფლების ანტი-დემოკრატიულ ნაბიჯებს. ხელისუფლებამ ძალაუფლების შენარჩუნების და ამ მიზნით არჩევნების გაყალბების ინტერესი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ინტერესზე წინ დააყენა, უარი თქვა რეზოლუციის მხარდაჭერაზე და პროპაგანდისტების მეშვეობით დაიწყო ყალბი ნარატივის გავრცელება, რომ თითქოს რეზოლუცია ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგება. ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ "ოცნების“ მხრიდან სუვერენიტეტის დაცვის ნარატივი ყალბი წინასაარჩევნო მანიპულაციაა. სინამდვილეში, ძალაუფლების შესანარჩუნებლად "ოცნება" არამხოლოდ ევროპულ მომავალს აყენებს რისკის ქვეშ, არამედ სუვერენიტეტსაც. შესაბამისად, ოქტომბრის არჩევნები კრიტიკულია, არამხოლოდ ევროპული მომავლის დასაცავად, არამედ ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად",- აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)