|
2024-07-05 10:10:20, 342 ნახვა
საზოგადოება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები ჯამში 19 300 ჰა ფართობზე განხორციელდება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტატისტიკური მეთოდით ტყის ინვენტარიზაციის (FMI) საველე სამუშაოები ივნისის თვეში დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. ინვენტარიზაციას ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სასწავლო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული მეტყევე ტაქსატორები ახორციელებენ. ოზურგეთში ტყის ინვენტარიზაცია, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული პროექტის - ECO Georgia ფარგლებში, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება. საველე სამუშაოების დაწყებამდე, ტყის ინვენტარიზაციის მნიშვნელობის და ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)