17:33 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-04 20:46:22, 456 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, სხვადასხვა გვერდის სახელით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მოქალაქეებს, საჩუქრად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთწლიან უფასო სამგზავრო ბარათებს გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავრცელებს.

მთივე ცნობით, ყალბ გვერდებზე ასევე, გამოყენებულია თბილისის მერიის ლოგო, ინფორმაციაში კი, ბარათის სანაცვლოდ, გარკვეული თანხის გადახდას ითხოვენ.

"გვინდა, მოსახლეობას ვაცნობოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათების შეძენა შეგიძლიათ ჩვეული წესით, როგორც თბილისის მეტროსადგურებში, ისე საქართველოს ბანკის ფილიალებში.

მოვუწოდებთ მგზავრებს, არ ენდოთ მსგავსი ტიპის ინფორმაციას და პირველ რიგში, დარწმუნდით გვერდების სანდოობაში. მსგავს შემთხვევებში, ინფორმაცია ასევე, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics