|
2024-07-04 13:42:54, 316 ნახვა
საზოგადოება
ნუცუბიძის IV მ/რ-ის N21 კორპუსთან დასასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის IV მ/რ-ის N21 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, დასასვენებელი სივრცის პროექტის ღირებულება 178 000 ლარს შეადგენს. "ტერიტორიაზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა რამდენიმე რკინის კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელეს. სივრცე შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა, მოეწყო დასასვენებელი პავილიონი, საბავშვო და სავარჯიშო ზონები. გამწვანების სამუშაოების ფარგლებში, დაიგო ბალახი და 100-მდე ხე-მცენარე დაირგო. ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე მერის მოადგილე კახაბერ გულედანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვაკის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად შეხვდა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)