|
2024-07-04 12:52:21, 363 ნახვა
საზოგადოება
გრეის ჰოპერის ტექნოლოგიური დაჯილდოება ხვალ „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართება
„თიბისი“ წარმოგიდგენთ გრეის ჰოპერის დაჯილდოებას, რომელიც ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით წელს უკვე მეოთხედ იმართება. დაჯილდოების ცერემონია 5 ივლისს, მარჯანიშვილის 7- ში, „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართება. ერთ-ერთი პირველი, ამერიკელი პროგრამისტი ქალის, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო არის ტექნოლოგიური დაჯილდოება, რომელიც ამ სფეროში მოღვაწე ქალების აღმოჩენას და წახალისებას ემსახურება. ფინალისტები 5 კატეგორიაში უკვე ცნობილია და დაჯილდოებაზე კატეგორიებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან: ტექ ლიდერი- მარია ბელმასოვა, ნათია სირბილაძე, ნათია ხუხუნაიშვილი, აღმოჩენა ახალ თაობაში- ანასტასია კვინიკაძე, თამარ ფეიქრიშვილი, მარიამ გაგუა, გამორჩეული მეცნიერი- თინა კახნიაშვილი , ლელა ოქრომელიძე, მარიამი გაჩეჩილაძე, ინოვაციური ტექ პროდუქტი- Elven Technologies, Helio.AI, Quickshipper ლიდერი კომპანია ქალების გაძლიერებისთვის- ლივინგსტონი, Noxtton, VELI.store გამარჯვებული მიიღებს 10 ათას ლარს გრანტის სახით, რომელიც გამოყენებული იქნება წინასწარ შეთანხმებულ აქტივობებში და პროგრამებში , რაც მრავალფეროვნების წახალისებას შეუწყობს ხელს. პარტნიორები: USAID-ის მიერ დაფინანსებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიგიტალიზაციის და მედეგობის (CIDR) პროგრამა, VISA, LINEATE, UGT, MAJOREL, UN WOMEN, TEGETA, TEGETA CARS.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)