|
2024-07-04 11:38:39, 337 ნახვა
საზოგადოება
კოკა რამიშვილის გამოფენის ტურები
"თიბისი კონცეპტის" მულტიფუნქციური სივრცე, 13 ივლისის ჩათვლით, კოკა რამიშვილის გამოფენას სახელწოდებით „პლატფორმა მოვლენისთვის” მასპინძლობს. გამოფენის ფარგლებში, საშუალება გაქვთ დაესწროთ ხელოვნებათმცოდნეების ტურებს. დასწრების მსურველებმა გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge-ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ ტურზე დასწრებას. გამოფენის ტურები: 4 ივლისი, 19:00 საათი | ლალი პერტენავა, ხელოვნებათმცოდნე. 10 ივლისი, 19:00 საათი | ხათუნა ხაბულიანი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და კურატორი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტურებზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. კოკა რამიშვილი უახლესი ქართული მხატვრობის ისტორიის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. მისი შემოქმედება პოსტ-საბჭოთა პერიოდში განვითარდა და თავიდანვე გამოირჩეოდა რეფლექსიურობით, რთული კონტექსტის შესატყვისი ფორმებისა და მათი შესაბამისი მედიუმების ზუსტი შერჩევით. გამოფენაზე წარმოდგენილია კოკა რამიშვილის ახალი ნამუშევარი - პლატფორმა მოვლენისთვის. ნამუშევრის ხმოვანი ნაწილი შექმნა კომპოზიტორმა ნიკა მაჩაიძემ, რომელთანაც ხელოვანი ხშირად თანამშრომლობს. პლატფორმა მოვლენისთვის მულტიმედიური ინსტალაციაა, სადაც უხილავი ბმები აერთიანებს ინტერიერსა და ექსტერიერს, გეომეტრიულ ფორმებს (წრიულსა და კვადრატულ დარბაზებს) და პეიზაჟის უსასრულობას, ზაფხულის კლიმატურ მოტივსა და ყოველდღიურობის ხმებს. მისამართი: "თიბისი კონცეპტის" მულტიფუნქციური სივრცე, კ. მარჯანიშვილის 7.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)