22:29 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-03 21:44:01, 460 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ეუთოს რეზოლუციაზე - ამ რეზოლუციაში მოხვდა მთელი რიგი გაუგებარი ჩანაწერები, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა

ამ რეზოლუციაში მოხვდა მთელი რიგი გაუგებარი ჩანაწერები, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეუთოს რეზოლუციას ეხებოდა. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მომხდარი ფაქტი ძალიან დასანანი და სამწუხაროა.

"ამ რეზოლუციაში მოხვდა მთელი რიგი გაუგებარი ჩანაწერები, რაც ძალიან დასანანია, ძალიან სამწუხაროა, თუმცა ეს არის არსებული მოცემულობა და ამის იქით არ მინდა სიღრმეში შევიდე", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 3 ივლისს დეკლარაცია მიიღო, სადაც საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონია გაკრიტიკებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics