|
2024-07-03 15:26:14, 358 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო - მასწავლებლებისთვის დანაშაულის პრევენციის კურსი ხორციელდება
ეროვნული მასშტაბის ინიციატივა შესაძლებლობას აძლევს მასწავლებლებსა და სკოლის პერსონალს, განივითარონ შესაბამისი უნარ-ჩვევები იმისათვის, რომ დროულად შეძლონ არასრულწლოვანთა შორის კანონსაწინააღმდეგო ან რთული ქცევის იდენტიფიცირება მათზე შემდგომი რეაგირებისათვის. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულის პრევენციის კურსი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანი 18 წლამდე ასაკის პირთა დანაშაულის პრევენციაა, რაც, ერთი მხრივ, დაიცავს მოზარდებს შესაძლო შეცდომების დაშვებისა და კანონთან კონფლიქტისაგან, მეორე მხრივ კი - იზრუნებს საზოგადოების უსაფრთხოებაზე. გადამზადებას საჯარო და კერძო სკოლების ყველა მასწავლებელი და შესაბამისი პერსონალი გაივლის, რითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება მათი როლი დანაშაულის ადრეული პრევენციის პროცესში და გაძლიერდება სააგენტოსთან კოორდინაციით არასრულწლოვნების შესაბამის შემთხვევებზე რეაგირება. "დანაშაულის პრევენციის კურსის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ; განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა; პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა; დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლადო ხელაძემ. კურსი მოიცავს ისეთ თემატურ მიმართულებებს, როგორიცაა: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და არასრულწლოვანთა რეფერირება; ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებები; არასრულწლოვანთა დევიაციური ქცევა – შესაძლო გამომწვევი მიზეზები და დამცავი ფაქტორები; სკოლის როლი დანაშაულის პრევენციის პროცესში; პოზიტიური დისციპლინირების ტექნიკები მასწავლებლებისთვის კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან ურთიერთობისას; აზარტულ თამაშებსა და ნივთიერებებზე დამოკიდებულება; ვიდეოთამაშებთან დაკავშირებული აშლილობა მოზარდებში; ბავშვთა მიმართ ძალადობა და სხვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყებების ხელმძღვანელები, მათ შორის, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში, აგრეთვე, კურსის ბენეფიციარები - საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)