|
2024-07-02 10:49:32, 311 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ TechXplore ღონისძიება
"თიბისი", USAID-თან პარტნიორობით, 3-6 ივლისს, განსხვავებული კონცეფციისა და გამოცდილების ტექღონისძიებას TechXplore-ს გამართვას. TechXplore-ის მიზანია, ხელი შეუწყოს Cross-functional გუნდებში მუშაობის გამოცდილების მიღებას, პროექტის ფარგლებში აკუმულირებული ცოდნის დემონსტრირებასა და პრაქტიკაში ინტეგრაციას, კომუნიკაციის, კოლაბორაციისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს, პროექტის ,,TBC X USAID -ტექნოლოგიური განათლებისთვის”, 150-მდე მონაწილე. ასევე, სფეროს ტექლიდები, მენტორები და Agile ქოუჩები. ოთხი დღის განმავლობაში გუნდები, რომლებიც დაკომპლექტდებიან ტექნოლოგიურ სფეროში სხვადასხვა მიმართულებების კომპეტენციების მქონე მონაწილეების მიხედვით, ლექტორ-მენტორების ჩართულობით, იმუშავებენ იდეის ირგვლივ, რომლის მიზანი კონკრეტული პროექტის ტექგადაწყვეტილებაზე მუშაობა იქნება. TechXplore-ის მეოთხე დღეს გაიმართება გუნდების ინოვაციური ტექიდეებისა და პროექტების წარდგენა, რომლის ფარგლებშიც მოწვეული ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს და გაიმართება დაჯილდოების ცერემონია. საპრიზო ფონდი მოიაზრებს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების 15 000 ლარის ექვივალენტ აქციებს. TechXplore-ის მენტორინგ პროცესში მონაწილეობენ ტექგუნდის წევრები როგორც "თიბისიდან", ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან - Space, თეგეტა და Spectre, რომლებიც ასევე ჩაერთვებიან დაჯილდოების პროცესში და გამარჯვებულებს გადასცემენ სიმბოლურ საჩუქრებს. TechXplore-ის მასპინძელია კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)