|
2024-06-29 15:33:23, 413 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე 36 ქვეყნის მოწოდებაზე - რატომაა აღნიშნული კანონპროექტი ცუდი, რაც გამჭირვალობას ეხება
თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან ჟენევაში გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში 36 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლობის ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული კანონის გადახედვა არ განიხილება, მათგან კი საჭიროა წარმოდგენილი იყოს არგუმენტები, რატომ არის გამჭირვალობა ცუდი. „მეგობრობა გამოიხატება იმაში, რომ თუ რაიმე არასწორს ვაკეთებ, მომცე მითითება არგუმენტებით, რატომაა არასწორი ჩემი გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ როცა არანაირ ახსნა-განმარტებას მაძლევ, რატომაა აღნიშნული კანონპროექტი ცუდი, რაც გამჭირვალობას ეხება, ეს მიუღებელია. გამჭვირვალობა როგორ შეიძლება იყოს რუსული. სულელები ხომ არ ვგონივართ ქართველები ვინმეს?! განათლებაც კარგი გვაქვს, ანალიზიც შეგვიძლია, ამიტომ, არგუმენტები არის საჭირო, რომ ავხსნათ რატომ არის გამჭირვალობა ცუდი“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის განმარტებით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი შეხედულება სხვადასხვა ფორმით, თუნდაც მანიფესტაციებით, მთავარია, ეს არ გასცდეს კანონის ფარგლებს. „ქვეყანაში რუსული კანონი არ არსებობს, არ მიღებულა. რუსულ საქმეს ვინც აკეთებდა, სააკაშვილის ხელისუფლება იყო. გავიხსენოთ 2008 წელს დაკარგული ტერიტორიები. ეს იყო პირდაპირ რუსული საქმე. რაც შეეხება დემონსტრაციებს, ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია ისე, როგორც არასდროს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი შეხედულება სხვადასხვა ფორმით, თუნდაც მანიფესტაციებით, მთავარია ეს იყოს კანონის ფარგლებში. როგორც კი კანონის ჩარჩოებს გასცდება მსგავსი ქმედებები, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ყოველთვის იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მათთვის, რომელთა საქმიანობაც არ გულისხმობს ქვეყანაში არეულობის მოწყობას, ან ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებას, დეკლარაციის შევსება პრობლემა არ უნდა იყოს. „ამდენი ხნის განმავლობაში ვითხოვთ, წარმოდგენილი იქნას ერთი არგუმენტი, რატომ იზღუდება მედია, არასამთავროვო ორგანიზაციები. თუ კეთილ საქმეს აკეთებ და არ გაქვს გულში ჩადებული ბოროტი ზრახვები, დამალული ფინანსური მაქინაციები, რომ ქვეყანაში მოაწყო რევოლუციები, დააფინანსო ექსტრემისტული ორგანიზაციები. თუ ამას არ იზრახავ, მაშინ რა პრობლემაა დეკლარაციის წარმოდგენა. თანამდებობის პირები ვავსებთ დეკლარაციას, სადაც მივუთითებთ ჩვენს ქონებასთან დაკავშირებით. რატომ არ შეიძლება, თქვენ, ტელევიზიებმა, ან არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, აჩვენოთ საიდან მიიღეთ ეს თანხები და რა პროექტებში იხარჯება. მაგრამ ამასაც თავისი ახსნა აქვს: იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინც რევოლუციებს აფინანსებს, მოუწევს ამის გასაჯაროება და მძიმე და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)