|
2024-06-29 14:28:28, 391 ნახვა
პოლიტიკა
ლარსის გამშვები პუნქტი რუსეთის დიდ სატრანსპორტო დერეფანში ერთვება
ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელი სერგეი მენიაილო საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ მარშრუტში ლარსის საგუშაგოს შესაძლო ჩართვას ადასტურებს. როგორც ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერი წერს, ამ საკითხზე მუშაობა რუსეთის მრეწვეელთა და მეწარმეთა კავშირთან (RSPP) მიმდინარეობს. „ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი არის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის ექსპორტ-იმპორტის ტრანსპორტირებას ირანთან კომუნიკაციით, შემდეგ კი ტრანზიტით ინდოეთთან და სპარსეთის ყურის და სამხრეთ აზიის ქვეყნებთან. იგი მოიცავს სარკინიგზო, საავტომობილო და საზღვაო/მდინარის მარშრუტებს. საერთო სიგრძე 7200 კილომეტრია: სანქტ-პეტერბურგიდან, უდიდესი პორტიდან რუსეთის ჩრდილოეთით, მუმბაიმდე, ინდოეთის უდიდეს პორტამდე. სანქციების პირობებში, რუსეთს პრობლემები შეექმნა ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილის გამოყენებით. „ჩრდილოეთ-სამხრეთი“ დღევანდელ პირობებში სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. რუსეთის მთავრობა აქტიურად მუშაობს მის გაფართოებაზე და ახალი სფეროების ჩართვაზე“. „ზემო ლარსი“ ერთადერთი მოქმედი სახმელეთო სასაზღვრო პუნქტია, რომელიც რუსეთს საქართველოსა და სომხეთს აკავშირებს, აღნიშნავს სერგეი მენიაილო. „ორგანიზაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე შოხინმა მართებულად ხაზგასმით აღნიშნა: ვერხნი ლარსის გავლით ტვირთების ნაკადის სახმელეთო განშტოება იდეალურად მოერგება ჩრდილოეთ-სამხრეთის პროექტს და იქნება არა მხოლოდ გვერდითი განშტოება, არამედ კიდევ ერთი სრულფასოვანი გზატკეცილი. სხვა საკითხია საქონლის შენახვა, მათ შორის მალფუჭებადი და ამისთვის გვჭირდება სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ცენტრები, საქონლის კონსოლიდაციისა და შენახვის ცენტრები ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიაზე. მასშტაბური და ამბიციური პროექტი. მაგრამ თუ ჩვენ მოვახერხებთ მის ამოქმედებას, რესპუბლიკის ეკონომიკას მივიღებთ ძლიერ ბიძგს“, - წერს მენიაილო თავის ტელეგრამაში,
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)