|
2024-06-28 11:35:36, 300 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ფეხბურთმა ისევ გააერთიანა მთელი ქვეყანა და გვაჩუქა სიამაყის განცდა, რომ ამ პატარა ქვეყანას უდიდესი პოტენციალი აქვს
გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელების თაობა და სახელმწიფოს სწორი პოლიტიკით შევძელით იმ შედეგის მიღწევა, რაც თუნდაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძემ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს და ყველა გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიულოცა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა. „მინდა, სრულიად საქართველოს, ყველა ადამიანს, ვისაც ქვეყნის, სპორტსმენების წარმატება უხარია, მივულოცო ეს გამარჯვება. მართლაც სასიხარულოა, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ევროპის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. გავედით მერვედფინალში, რაც ძალიან მაგარია. პორტუგალიის ნაკრები 2:0 დავამარცხეთ, ჩვენმა ბიჭებმა კი საუკეთესო თამაში აჩვენეს. მინდა, ყველა მათგანს მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო შემდეგ შეხვედრაში. ასევე, მადლობა ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც ჩვენს ბიჭებს ქომაგობდა გერმანიაში, საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მართლაც ძალიან დიდი მხარდაჭერა და ენთუზიაზმი იყო. ფეხბურთმა ისევ გააერთიანა მთელი ქვეყანა და გვაჩუქა სიამაყის განცდა, რომ ამ პატარა ქვეყანას უდიდესი პოტენციალი აქვს“, - განაცხადა კალაძემ. ამასთან, თბილისის მერმა ისაუბრა სახელმწიფოს ჩართულობასა და მხარდაჭერაზე ქართული სპორტის და კერძოდ, ფეხბურთის მიმართულებით. „რა თქმა უნდა, წარმატება შემთხვევით არ მოსულა. ეს არის თავდაუზოგავი შრომის, ძალისხმევის, მიზანდასახულობის შედეგი, რასაც თან ერთოდა სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა. იყო დრო, როდესაც ფეხბურთის განვითარებისთვის სახელმწიფომ თანხები გამოყო და ამაზე ზოგიერთი პოლიტიკოსი თუ ადამიანი ქილიკობდა. უფრო ადრე კი იყო გაყიდული და გასხვისებული სტადიონები კორპუსების ასაშენებლად და ბიზნესსაქმიანობისთვის. ჩვენ გვაქვს გამორჩეული სიყვარული ფეხბურთის მიმართ, გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელების თაობა და სახელმწიფოს სწორი პოლიტიკით შევძელით იმ შედეგის მიღწევა, რაც თუნდაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო. ამ გზაზე იყო ბევრი იმედგაცრუება, მაგრამ ყველა იმ ადამიანს, ვისაც გვჯეროდა, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელი იყო, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. ეს მხარდაჭერა, რასაკვირველია, კიდევ უფრო გაიზრდება, რათა ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდები მეტად დაინტერესდნენ ამ სპორტით და იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით“, - აღნიშნა თბილისის მერმა. კალაძემ მადლობა გადაუხადა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ეროვნულ ნაკრებს 30 მილიონ ლარს გადასცემს. „აქვე მადლობას გადავუხდი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. როგორც იცით, ფონდი „ქართუ“ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარს გადასცემს. შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი გუნდი დამატებით 30 მილიონს მიიღებს. საქართველო, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაჩერდე. წინ კიდევ უფრო ბევრი გამარჯვება გველოდება“, - განაცხადა კალაძემ.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)