|
2024-06-25 10:29:45, 388 ნახვა
პოლიტიკა
6 ოპოზიციური პარტია ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს
6 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს. როგორც პარტიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, დეკლარაცია გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. ერთობლივი განცხადების თანახმად, პარტიები ერთიანობის ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციაზე 8 ივლისამდე შეთანხმდებიან. "შეშფოთებულნი ვართ რა "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელი თავდასხმებით ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ასევე მთავრობის ქმედებებით, რომელიც ემორჩილება ამავე ოლიგარქს და უგულებელყოფს დემოკრატიის ძირითად ფასეულობებს და მიზანმიმართულად ხელს უშლის საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ, ვერთიანდებით "ქართული ქარტიის" გარშემო და ქარტიის მიზნების გარშემო, როგორც ეს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა. ვაცხადებთ, რომ გავერთიანდებით მოახლოებული არჩევნების წინ და არჩევნების შემდგომ, საქართველოს პარლამენტში, შემდეგი მიზნების მისაღწევად:
აღნიშნული მიზნების მისაღწევად, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა გავერთიანდეთ და დამაჯერებლად გავიმარჯვოთ მომავალ არჩევნებში. ამას გავაკეთებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს ყველა მოქალაქესთან ერთად, რომლებიც მხარს უჭერენ და იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს. იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ მოახლოებულ არჩევნებში, ხელს ვაწერთ ერთიანობის დეკლარაციას, რომელიც გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. ხელმომწერები ვთანხმდებით:
დღეის მდგომარეობით, დეკლარაციას ხელს აწერენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "გირჩი- მეტი თავისუფლება", პარტია "ახალი", "ლელო", "დროა", "სტრატეგია აღმაშენებელი".
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)