|
2024-06-22 14:53:42, 322 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი ოფისი გაიხსნა
ქუთაისში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი ოფისი გაიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ახალი შენობა დაათვალიერა. იგი სამუშაო პროცესს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შენობა აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტების ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით. ახალ ოფისში დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირებისა და სწრაფი რეაგირების 129 თანამშრომელი განთავსდება. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს მოიცავს. მინისტრის განმარტებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერება გარემოს დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია. „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი სამინისტროს სისტემაში, რომლის მთავარი ამოცანაა ჩვენი უნიკალური ბუნების დაცვა, გარემოზე ზიანის მიყენების პრევენცია და კონტროლი. შესაბამისად, ჩვენ პრიორიტეტად დავისახეთ, რომ ეს სამსახური მაქსიმალურად გავაძლიეროთ, თანამშრომლები უზრუნველყოფილი იყვნენ ყველ საჭირო აღჭურვილობით, ტექნიკით, სატრანსპორტო საშუალებებით, იმისთვის, რომ სათანადოდ განახორციელონ მათზე დაკისრებული ძალიან მნიშვნელოვანი უფლებამოსილება. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა და ამ კუთხითაც აქტიურად ვმუშაობთ. ამის მაგალითია ქუთაისში გახსნილი ახალი, თანამედროვე სტანდარტების ოფისი. ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ყველა რეგიონში ასეთი ტიპის ოფისები უნდა გვქონდეს და ამას ძალიან მალე დავასრულებთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. ახალ შენობაში, მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი იმყოფებოდნენ.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)