19:57 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-21 15:05:09, 350 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს მელიორაციაში“ სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს

შპს "საქართველოს მელიორაციაში“ აგრარული მეცნიერებების  და ბიოსისტემების ინჟინერინგის   ფაკულტეტის სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ერთი თვის განმავლობაში, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, კომპანიის რეგიონულ სერვისცენტრებსა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მუშაობის სპეციფიკას გაცნობოდნენ.

"სტაჟირება შპს "საქართველოს მელიორაციასა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ტარდება.

სტაჟირების პროგრამა მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის დარგში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მომზადების მხარდაჭერას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

კომპანიაში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტებმა სტაჟირების შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინეს, რის შემდეგაც სერტიფიკატები გადაეცათ.   

ღონისძიებას კომპანიის სამსახურების ხელმძღვანელები და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. 

"საქართველოს მელიორაცია“ სტუდენტებს მომავალშიც შესთავაზებს კომპანიაში სტაჟირების გავლას",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics