|
2016-02-16 10:05:25, 416 ნახვა
პოლიტიკა
კახა კოჟორიძე: არასწორია ეკა ბესელიას მოსაზრება, რომ პრეზიდენტს ორმაგი სტანდარტები აქვს
„არასწორი იყო ქალბატონი ეკა ბესელიას მოსაზრება, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტს პოლიტპატიმრების საკითხთან ან ზოგადად რამე საკითხთან დაკავშირებით, აქვს ორმაგი სტანდარტი", - კახა კოჟორიძე ეკა ბესელიას პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ პირებთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი მარგველაშვილი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში დაადანაშაულა, რასაც კახა კოჟორიძის პასუხი მოყვა. "არასწორი იყო ქალბატონი ეკას მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტს პოლიტპატიმრების ამნისტიის და პატიმართა შეწყალების საკითხთან დაკავშირებით ან ზოგადად რამე საკითხთან დაკავშირებით აქვს ორმაგი სტანდარტი. ეს ჩემთვის გასაკვირია, თუმცა ძალიან გასაკვირიც არ არის, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, ხშირად მსგავსი ტიპის განცხადებების უკან დგას ხოლმე გარკვეული პოლიტიკური მოტივები", - განაცხადა კოჟორიძემ. მიპატიჟების მიუხედავად, მას არ დასწრებია ოპოზიცია და ალეკო ელისაშვილი, რომელიც უნდობლობას უცხადებს პროკურატურას და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. სხდომაზე უმრავლესობის მხრიდან კრიტიკა ოპოზიციის მიმართაც ისმოდა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ საქართველოს პრეზიდენტი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში დაადანაშაულა. შესაბამისი განცხადება ბესელიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე გააკეთა.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)