02:46 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 10:03:29, 424 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელია პრეზიდენტს ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში ადანაშაულებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოს პრეზიდენტს ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში ადანაშაულებს.

აღნიშნული განცხადება ბესელიამ გუშინ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც დეპუტატები 2012 წლის 28 დეკემბერს "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე "პოლიტიკური პატიმრის" სტატუსით გათავისუფლებულ პირებს შეხვდნენ.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, კარგია, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ესწრება დეპუტატებისა და პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირების შეხვედრას, თუმცა მისივე თქმით, ორმაგი სტანდარტია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი აკეთებს იმ პირის დასაცავ განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ხალხის გათავისუფლებისთვის პოლიტიკოსები ფულს აკეთებდნენ.

"როდესაც პრეზიდენტის მიერ, ასეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე, როგორიც არის შეწყალების კომისია, ინიშნება ადამიანი, რომელსაც ამხელა ნდობა აქვს და შემდეგ ის თავს უფლებას აძლევს და პოლიტპატიმრების მიმართ ასეთ განცხადებებს აკეთებს, თითქოს ამ ხალხის გათავისუფლებისთვის პოლიტიკოსები ფულს აკეთებდნენ, და ვამბობთ, რომ ეს ადამიანი პატიოსანი კაცია და ტყუილს არ იტყვის, აქ ორმაგი სტანდარტის პრობლემაა", - განაცხადა ბესელიამ და განმარტა, რომ პრეზიდენტს გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics