|
2024-06-20 17:22:58, 698 ნახვა
რეგიონი
ბათუმი დასაქმების მასშტაბურ ფორუმს მასპინძლობს
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, აჭარის დასაქმების სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, სასტუმრო “შერატონ ბათუმში” დასაქმების მასშტაბური ფორუმი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ფორუმის გახსნას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ილია ვერძაძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. "ფორუმში მონაწილეობას ღებულობს აჭარაში მოქმედი 75 კომპანია, 2000-ზე მეტი ვაკანსიით. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, არსებული კვალიფიკაციის და სასურველი დასაქმების ხანგრძლივობის შესაბამისად შეარჩიონ სამუშაო ადგილები ადმინისტრაციული, მომსახურების, სავაჭრო, დისტრიბუციის, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, საფინანსო, სადაზღვევო, ჯანდაცვის და განათლების სფეროებიდან. დამსაქმებლისგან მიიღონ ინფორმაცია სამუშაო გარემოს, პირობებისა და კარიერული განვითარების შესახებ. ადგილზევე გაეცნონ და დააინტერესონ კომპანიის წარმომადგენლები უშუალო გასაუბრებისას, რაც დასაქმების შესაძლებლობის გაზრდის წინაპირობაა. რეგიონში მოქმედ კომპანიებთან პარტნიორული თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ფორუმზე წარმოდგენილია პროფესიული სასწავლებლები, რაც უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების ბაზრის საჭიროებებთან მიახლოებასა და საგანმანათლებლო პროცესში დამსაქმებელთა ჩართულობის გაზრდას. ამასთანავე სასწავლებლები, სამუშაოს მაძიებლებს აცნობენ პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობებს. ფორუმის პირველი ნაწილი დაეთმო საჯარო ლექცია - მასტერკლასს - “თვითმოტივაციის როლი კარიერულ განვითარებაში“, რომელსაც ინტერაქტიულ ფორმატში უძღვებოდა - განათლების ექსპერტი, ტრენერი პაატა პაპავა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)