|
2024-06-20 11:56:40, 328 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია - წელს ველოდებით კარგ მოსავალს ყველა ძირითად კულტურაში, რასაც ვაწარმოებთ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი ბზვანში იმყოფებოდა, სადაც კომპანიის „ქართული დაფნა“ გადამმუშავებელ საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნო. „დაფნის გაშენებაზე მზარდია მოთხოვნა, რადგან გაზრდილია მოთხოვნა ექსპორტის მიმართულებით. მიმდინარე წელს, 5 თვის განმავლობაში, უკვე განხორციელებულია 20 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი, რაც რეკორდული მაჩვენებელია; ექსპორტის დიდი წილი ჩინეთის ბაზარზე მოდის. მთლიანობაში, წელს ველოდებით კარგ მოსავალს, ფაქტობრივად, ყველა ძირითად კულტურაში, რასაც ვაწარმოებთ. ვფიქრობ, წარმატებული წელი გვექნება; რა თქმა უნდა, ჩვენ ფერმერების გვერდით ვართ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ. როგორც იმერეთის მხარის რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბევრ წარმატებულ საწარმოსა და მეურნეობას შეუწყო ხელი სახელმწიფო პროგრამებმა დაფინანსების კუთხით. კომპანიას „ქართული დაფნა“ სოფლის განვითარების სააგენტოს გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მიღებული აქვს გრანტი 570,000 ლარის ოდენობით. საწარმოში 35 ადამიანია დასაქმებული. სეზონურად დაახლოებით 200 ტონა მშრალი დაფნა მზადდება. კომპანია პროდუქციის ექსპორტს ჩინეთში ახორციელებს. გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 126 მილიონი ლარით თანადაფინანსებულია 269 საწარმოს შექმნა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)