23:31 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-19 14:34:00, 454 ნახვა

მსოფლიო
Reuters - დღეს პუტინი ფხენიანიდან ვიეტნამში ჩავა

ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში ვიზიტის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ვიეტნამში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პუტინის ვიეტნამში ვიზიტი დაგმო.

„რუსეთს სურს გააგზავნოს მესიჯი, რომ მას მეგობრები მთელს მსოფლიოში ჰყავს და რომ დასავლეთის მცდელობა - იზოლირებაში მოაქციოს რუსეთი - უშედეგოა“, - განაცხადა ალექსანდრ ვუვინგმა ჰავაის აზია-წყნარი ოკეანის უსაფრთხოების კვლევების ცენტრიდან.

მისივე თქმით, ჰანოის საკუთარი ინტერესები აქვს - „ორი ქვეყნის საერთო კომუნისტური ფესვების მიღმა“.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქვეყნის პრეზიდენტად მე-5 ვადით აირჩიეს, ვიეტნამი იქნება მე-3 ქვეყანა, რომელსაც პუტინი ეწვევა ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ დაკავების საერთაშორისო ორდერია გაცემული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics