|
2024-06-19 14:25:38, 515 ნახვა
პოლიტიკა
ცისკარიშვილი - დარწმუნებული ვარ, „ოცნებაში“ არის დაპირისპირება - ჩხუბობენ სიებთან დაკავშირებით, ბევრი საკითხი აქვთ გასარჩევი
დარწმუნებული ვარ, „ოცნებაში“ არის დაპირისპირება, ჩხუბობენ სიებთან დაკავშირებით - საარჩევნო საპარლამენტო სიაში ვის რამდენი კვოტა ექნება, ვინ წინ იქნება, ვინ უკან იქნება, ბევრი საკითხი აქვთ გასარჩევი,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. ცისკარიშვილის თქმით, აუცილებელია „ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოცილება, რადგან ისინი „ქვეყანას დიდ შარში ხვევენ". „ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ივანიშვილის 29 აპრილის გამოსვლა რუსთაველის გამზირზე, სადაც ის უტიფრად ამტკიცებდა, რომ ეს კანონი არის მისაღები, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირშიც შევალთ. ამ კაცის საგარეო ორიენტირები, პროგნოზები, საქართველოს შიგნით რა რეფორმები არის გასატარებელი იმისთვის, რომ ეკონომიკურად გავძლიერდეთ, ევროპას დაუახლოვდეს, დემოკრატიულის ფასეულობების ერთგულება ვაჩვენოთ ჩვენს მეგობრებს, საერთოდ აღრეული აქვს. მას წარმოდგენა არ აქვს ქვეყნის მმართველობაზე, ამიტომ, ის სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდეს პირველივე არჩევნებზე ძალაუფლებას, რადგან ივანიშვილმა და თავისმა დაჯგუფებამ მთელი საქართველო გახვიეს დიდ შარში. შიგნით რა დაპირისპირებები აქვთ და მე დარწმუნებული ვარ, ასეთი დაპირისპირებები არსებობს, რა ტიპის საუბრებია, არ ვიცი, არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი დავობენ, ჩხუბობენ სიებთან დაკავშირებით, საარჩევნო საპარლამენტო სიაში ვის რამდენი კვოტა ექნება, ვინ წინ იქნება, ვინ უკან იქნება ამ სიაში, ბევრი საკითხი აქვთ გასარჩევი, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ესენი ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას, რადგან მთლიანად ქვეყანას ხვევენ დიდ შარში",- თქვა ცისკარიშვილმა.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)