|
2024-06-19 10:07:02, 330 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ x აზროვნების აკადემია: შემეცნებითი ტურნე რეგიონებში
"თიბისის" მხარდაჭერით, აზროვნების აკადემია, იწყებს მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტს - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“. 21 ივნისიდან 26 ივლისის ჩათლით აზროვნების აკადემიის ლექტორები - მარინა კაჭარავა, ზურა მხეიძე, ანდრო დგებუაძე, რეზო კორინთელი, ნინო ბუაძე და დეკანოზი თეოდორე გიგნაძე - ესტუმრებიან საქართველოს ათ რეგიონს. მომხსენებლები, ისაუბრებენ ისეთ აქტუალურ და საჭირო თემებზე, როგორებიცაა: თვითშეფასება, სტრესის მართვა, ურთიერთობები, ოჯახი და მისი ფუნქციები და სხვა. პროექტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება შემდეგ ქალაქებში: საჩხერე, ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თელავი, გურჯაანი, მესტია, ქუთაისი, ზუგდიდი და ფოთი. შეხვედრები იქნება საჯარო და რეგიონებში მცხოვრებ ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება დასწრება. შეხვედრების პირველ ნაწილს ექნება ინფორმაციული ხასიათი, ხოლო მეორე ნაწილი კი ინტერაქციას დაეთმობა, სადაც აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა მომხსენებელს დაუსვას თემის ირგვლივ მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვები. შეხვედრებზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე! დეტალური ინფორმაცის მისაღებად და შეხვედრებზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)