21:05 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-17 16:48:14, 307 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ფესტივალი „ნაყინობანა“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 29 და 30 ივნისს, „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება. ფესტივალმა სტარტი 2019 წელს აიღო და ყოველწლიურად უფრო და უფრო მასშტაბური ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ღონისძიება „ბასტი ბუბუს“ კონცერტით გაიხსნება. სტუმრებს დღის განმავლობაში ანიმაციური გმირები, გასართობი პროგრამა და სხვადასხვა სახალისო აქტივობა ელით.  წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნაყინები, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ჩაერთოს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში და დასაჩუქრდეს თემატური პრიზებით. ღონისძიებას  მუსიკალურად ბენდი გააფორმებს.  

ფესტივალი ვიზიტორებს ორი დღის განმავლობაში, 29 და 30 ივნისს, 14:00 საათიდან 20:00 საათამდე უმასპინძლებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics