|
2024-06-17 12:32:25, 293 ნახვა
საზოგადოება
სოფელ უდაბნოში, ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარედ გარეჯობის სახალხო დღესასწაული აღინიშნა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში, ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარედ, გარეჯობის სახალხო დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გარეჯობას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. „გიორგი ალადაშვილმა სახალხო დღესასწაულზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და გარეჯობა მიულოცა. გარეჯის სახალხო დღესასწაული დავით გარეჯის დიდ სამონასტრო კომპლექსთან XX საუკუნის 70-იანი წლებიდან იმართება. 1988 წლის შემდეგ, ეს დღესასწაული მხოლოდ ერთხელ, 1997 წელს მცირე მასშტაბით აღინიშნა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით აღნიშნული დღესასწაული 2018 წლის 21 მაისს იქნა აღდგენილი, როგორც მუნიციპალიტეტის სახალხო დღესასწაული. დღესასწაულზე მოსულ სტუმრებს დახვდათ თემატური, საგამოფენო, საბავშვო-გასართობი და სახელოვნებო სივრცეები. მოეწყო ფოტოგამოფენა, სახელწოდებით, გარეჯობის ისტორიები; გაიმართა ცხენოსანთა დოღი, ჩატარდა ტრადიციული ქართული კერძების მასტერკლასები და ღვინის დეგუსტაცია. საკონცერტო ნომრები ანსამბლმა - „შავნაბადა“, ოთო ბაზერაშვილმა და პროექტ „რანინას“ - მონაწილეებმა შეასრულეს. ასევე, წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების „კასლეთილა“ -ს და „იმედი“-ს მიერ შესრულებული ნომრები",- ნათქვამია ინფორმაციაში.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)