|
2024-06-17 11:01:38, 357 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით ტექნოლოგიური კონფერენცია გაიმართება
ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისთვის, თიბისის მხარდაჭერით, 17 ივნისს, კონფერენცია „AI: კვლევა და მომავალი“ ჩატარდება. კონფერენციის მიზანია ხელოვნური ინტელექტის სფეროში ჩართულ ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერა და მათი საქმიანობის პოპულარიზაცია, ქართული ხელოვნური ინტელექტის და ამ მიმართულებით შექმნილი პროდუქტების გაცნობა და მათი ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა. მომხსენებლები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერები და მკვლევრები არიან, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მუშაობენ. ისინი საკუთარი კვლევებისა და პროდუქტების პროგრესზე ისაუბრებენ. კონფერენციაზე თიბისის ხელოვნური ინტელექტის კვლევისა და განვითარების გუნდის ლიდერი, ლაშა ფანცხავა ისაუბრებს ხელოვნური ინტელექტის და მის გამოყენებაზე საბანკო სექტორში. თიბისის ვორქშოპის ფარგლებში, კი მონაწილეები შეძლებენ პირადად გამოცადონ, როგორ იქმნება და გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა მიმართულებებით. იხილეთ კონფერენციის პროგრამა. წინასწარი რეგისტრაციით ღონისძიებაზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია. კონფერენცია იმართება AI Lab-ის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში. თიბისი მუდმივად ზრუნავს ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებაზე. თიბისის არსებობის 31 წლის განმავლობაში, მრავლადაა ისეთი საავტორო და მხარდაჭერილი პროექტები, რომლებიც ამ მიზანს ემსახურება. მათგან, სწორედ ერთ-ერთია კონფერენცია „AI: კვლევა და მომავალი“. კონფერენციის გახსნა: 17 ივნისი | 17:30. მისამართი: ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU), მერაბ ალექსიძის ქ.10.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)