|
2024-06-16 14:14:19, 353 ნახვა
საზოგადოება
ქარქაშაძე - საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, თბილისის აეროპორტიდან EURO 2024 ქომაგების პირველი ნაკადი გაემგზავრა
დღეიდან, საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიარეისების შესრულება დაიწყო. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ნაკრების ქომაგების პირველი ნაკადი გაფრინდა. პირველი რეისი ცოტა ხნის წინ ავიაკომპანია HI SKY-ის კუთვნილი ბორტით შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან განხორციელდა, რომელიც დიუსელდორფში საქართველოს 250 მოქალაქეს ჩაიყვანს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ბილეთების გაყიდვის მონიტორინგს ასევე, მგზავრების რეგისტრაციის პროცესს სრულად აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს. "თბილისის საერთაშორისო აეროპორტში EURO 2024-ზე პირველი ქართველი გულშემატკივრების გამგზავრების პროცესს დილიდან ვუწევთ მონიტორინგს. ჯამში ჩვენ 5300-მდე ბილეთი გავყიდეთ, რომლითაც ისარგებლებს საქართველოს მოქალაქეებმა. მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ დაესწრონ ისტორიულ საფეხბურთო მატჩებს. წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა ჩვენ ზედამხედველობას გავუწევთ ყველა ფრენას, რომელიც შესრულდება, როგორც საქართველოდან ისე გერმანიიდან თბილისის მიმართულებით. ჩვენი წარმომადგენლები იქნებიან იმისთვის, რომ მგზავრებს ჰქონდეთ მაქსიმალური კომფორტი, ფრენები შესრულდეს უპრობლემოდ და უხარვეზოდ",- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან და პირიქით, გერმანიის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით, ჯამში 17 სუბსიდირებული ჩარტერული და რეგულარული რეისი შესრულდება. საქართველოდან გამფრენი მგზავრები რეგისტრაციაზე, შესაბამის აეროპორტებში, 3 საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ და სხვა სამგზავრო დოკუმენტებთან ერთად თან უნდა იქონიონ საქართველოს ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთები. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)