|
2024-06-16 12:26:32, 366 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებმა კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები, საინფორმაციო კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში, ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლებთან ერთად - გურიის, კახეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისა და თბილისის სკოლების 1 100-ზე მეტ მოსწავლეს, 400-ზე მეტ მშობელს, მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გენდერული საბჭოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, საინფორმაციო შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა ცნობიერების ამაღლება ბავშვთა ქორწინების საზიანო შედეგების, ამ მიმართულებით არსებული სამართლებრივი რეგულაციების და ბავშვობის ასაკში ქორწინების აღმოსაფხვრელად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. "შეხვედრების ფარგლებში, ასევე, ხაზი გაესვა, სახელმწიფოში მოქმედი რეფერირების პროცედურების ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების მნიშვნელობას. ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სკოლის მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია, კამპანიის ფარგლებში გამოცხადებული ესეების კონკურსის შესახებ, რომლის გამოგზავნაც შესაძლებელია adamianisuflebebi@mia.gov.ge ელექტრონულ ფოსტაზე, 2024 წლის 26 ივნისის ჩათვლით. ასევე, გადასცეს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით დამზადებული ბრენდირებული საჩუქრები",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)