|
2024-06-14 17:40:08, 335 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ CRPD-ის ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კონფერენციაზე ქართული მიდგომები წარადგინა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, გონივრული მისადაგების პრინციპი, მორგებული სამუშაო გარემო და გრაფიკი, პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და უწყების შიგნით ჩატარებულ სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობა – ამ და სხვა საკითხებზე ბუბა ლომუაშვილმა მრგვალი მაგიდის ფორმატში ისაუბრა, რომელიც ღირსეული დასაქმებისა და შემოსავლის საკითხებს დაეთმო. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სისტემის მასშტაბით უწყებების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებსა და დანერგილ დასაქმების პოლიტიკაზე. "აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემის მასშტაბით დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ გამოიყენება გონივრული მისადაგების პრინციპი, რაც მოიცავს არჩევით სამუშაო ფორმასა და გრაფიკს, ასევე, მათ საჭიროებაზე მორგებულ სამუშაო გარემოს. პირის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, სამინისტროს მიერ ხორციელდება ინფრასტრუქტურული თუ პროგრამული ცვლილებები. საუბარი შეეხო აგრეთვე პროფესიული განვითარების პროგრამებს, რომლებსაც სამინისტრო დასაქმებულებს სთავაზობს ტრენინგებისა და სხვა სასწავლო რესურსების სახით. ხაზი გაესვა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის დანერგვის მნიშვნელობას და შიდა სპორტული ღონისძიებების გარკვეული სახეობების მისაწვდომობასა და ინკლუზიურობას სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირებისთვის. მრგვალი მაგიდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" კონვენციის (CRPD) ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-17 (COSP17) სესიის ფარგლებში ჩატარდა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)