21:42 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-14 14:02:10, 300 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით,  ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აქციის მიზანი უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, ასევე - უანგარო, რეგულარული დონორების მნიშვნელოვანი როლის წარმოჩენა და მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა.

„სისხლის დონაცია, სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებში, 5 სხვადასხვა ლოკაციაზე, ერთდროულად მიმდინარეობს. კამპანიაში ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოადგილეებიც ჩაერთნენ. მიხეილ სარჯველაძემ, სისხლის პროდუქტების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, უანგარო დონაცია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მხარდაჭერაა სიცოცხლის გადასარჩენად, ვინაიდან სისხლის გაღებით ერთ ადამიანს, 3 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ სისხლის პროდუქტების მიღების ერთადერთი გზა სისხლის დონაციაა.

სისხლის დონორის მსოფლიო დღე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, 2004 წელს დაარსა და იგი ყოველწლიურად, 14 ივნისს აღინიშნება. მე-20 საიუბილეო წელს, ამ დღესთან დაკავშირებული კამპანიების სლოგანია „მადლობა სისხლის დონორებს!“ - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics