|
2024-06-13 13:59:43, 293 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - რადიკალიზმი და ფაშისტური ქმედებები ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის
რადიკალიზმი და ფაშისტური ქმედებები,- ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის განცხადებებს. დედაქალაქის მერმა დღეს მედიას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გუბაზ სანიკიძის განცხადებასთან დაკავშირებით უპასუხა. კალაძის თქმით, „რადიკალიზმს პასუხი საზოგადოების მხრიდან გაეცემა". „ესეც იმ რადიკალიზმის ნაწილია, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ. ბოლო თვეების განმავლობაში ფაშიზმი გამძაფრებულია, თუმცა რადიკალიზმი და ფაშისტური ქმედებები, რასაც დღეს ვხედავთ, ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის, ყოველთვის გაეცემათ შესაბამისი პასუხი ჩვენი საზოგადოების მხრიდან და ეს ადამიანები ყოველთვის იქნებიან იქ, სადაც დღეს იმყოფებიან. ვიცით, სადაც იმყოფებიან. ამაზე საუბრობს გვარამია, რას წარმოადგენენ. ამაზე თავად გუბაზ სანიკიძე საუბრობს და კარგ შეფასებებს აკეთებს იმაზე, თუ რას წარმოადგენს დღეს რადიკალური ოპოზიცია და რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს დავტოვებთ იქ, სადაც დღეს არიან",- თქვა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)