|
2024-06-13 13:36:58, 284 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - საქართველომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ბერლინში გამართულ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოხატა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობა შეაფასა და განაცხადა, რომ ამით საქართველომ მეგობარ უკრაინას მხარდაჭერა საერთაშორისო პლატფორმაზე კიდევ ერთხელ გამოუცხადა. კახა კალაძის თქმით, უკრაინის თანადგომას საქართველო მომავალშიც გააგრძელებს. „გუშინწინ პრემიერი იმყოფებოდა გერმანიაში, ბერლინში, სადაც უკრაინის აღდგენასთან დაკავშირებით გაიმართა ფორუმი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ წარმოდგენილი და საქართველომ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა თანადგომის, მხარდაჭერის. ჩვენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინას ვუცხადებთ მხარდაჭერას. ბევრი ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული, უკრაინის მოქალაქეები დღესაც ბევრი ბენეფიტით სარგებლობენ ჩვენს ქვეყანაში და ეს მხარდაჭერა და თანადგომა მეგობარი ქვეყნის მიმართ გაგრძელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)