|
2024-06-12 19:44:31, 395 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრების ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა
ქალაქ ვილნიუსში საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში წევრად მიღებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიღების ცერემონიალი ვილნიუსში ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს (CNUE) გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიეტუვის იუსტიციის მინისტრი ეველინა დობროვოლსკა, ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს პრეზიდენტი მარიუს სტრაკაიტისი და ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი ლიონელ გალიესი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვაში სალომე შაფაქიძე. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ, ასევე, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილი, მოადგილე მარიკა გოგოლაძე, გამგეობის წევრები ეთერ გზირიშვილი და რომან კოსტანიანი, ნოტარიუსთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თეონა წინწალაშვილი. „ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში ქვეყნის გაწევრება სანოტარო სფეროში გატარებული რეფორმების შედეგია და საქართველოს მორიგ საერთაშორისო აღიარებას წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. საქართველო გააგრძელებს ევროკავშირის საუკეთესო სანოტარო პრაქტიკის გაზიარებას. ამასთან, საბჭოში გაწევრების შედეგად საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს მუშაობაში", - აღნიშნა თამარ ტყეშელაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)