|
2024-06-12 17:15:36, 437 ნახვა
საზოგადოება
ზუკა ბერძენიშვილმა კლინიკა დატოვა
თავს კარგად ვგრძნობ, რაღაც მსუბუქი პროცედურები იქნება საჭირო 2-3 დღეში და მერე ჩვეულებრივად ერთ კვირაში სრულად რეაბილიტირებული ვიქნები, - ამის შესახებ აქტივისტმა, ზუკა ბერძენიშვილმა კლინიკის დატოვების შემდეგ განაცხადა. ბერძენიშვილი მოითხოვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჯგუფურად თავდასხმის მუხლით დაწყებული გამოძიება, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით გადაკვალიფიცირდეს. "თავს კარგად ვგრძნობ, რაღაც მსუბუქი პროცედურები იქნება საჭირო 2-3 დღეში და მერე ჩვეულებრივად ერთ კვირაში სრულად რეაბილიტირებული ვიქნები. ცხვირის ოპერაცია ჩამიტარდა და 10 წლის წინანდელი ტრავმაც გამისწორეს, ამიტომ ყველანაირად კმაყოფილი ვარ. ხუმრობა რომ იქით გადავდოთ, რაღაცნაირად სინდისი დამიმშვიდდა იმიტომ, რომ ამ რეჟიმის პირობებში გალახული თუ არ ხარ, რაღაც კითხვები ჩნდება. უნდა გადაკვალიფიცირდეს მუხლი, რადგან მძიმე ჯანმრთელობის დაზიანებამ გამოიწვია ქირურგიული ჩარევების საჭიროება... თუ ახლა შეიკავებენ თავს, როცა გვეღირსება ნორმალური სასამართლო, მაშინ დაერქმევა ყველაფერს სახელი. ჩვენ "მივაწვებით" ბოლომდე ამ პროცესს და არა იმიტომ, რომ რამე ილუზია გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ ყველანაირად მივაყენოთ კუთხეში და იყოს დოკუმენტირებული, რას არ გამოიძიებენ, რომ მოეთხოვოთ პასუხი", - განაცხადა ბერძენიშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ, 11 ივნისს სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია სოციალურ ქსელში სალომე ბარკერ ნიკოლეიშვილმა გაავრცელა. როგორც ის წერდა, მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში „პოსტი“ გამოაქვეყნა, ბერძენიშვილს 3 ადამიანი დაესხა თავს.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)