23:11 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-12 15:30:12, 321 ნახვა

საზოგადოება
გლდანის I მიკრორაიონის N19–19 ა კორპუსებთან სკვერის მოწყობა დაიწყო

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ I მიკრორაიონის N19 - 19 ა კორპუსებთან სკვერი ეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ჯამში, სკვერის მოწყობის სამუშაოები 1 300 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდება.

"ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ადგილზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები - დაითესება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. 

აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 343 934  ლარი დაიხარჯება. 

მიმდინარე პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ბესიკ კალაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics