|
2016-02-15 15:55:26, 615 ნახვა
სამართალი
გოგაძე ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გავრცელებაზე: ეს არის ამორალური დანაშაული, რომლის მიმართ უმკაცრესი ვიქნებით
მთავარმა პროკურატურამ დაადასტურა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდოამრის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის განცხადებით, ინფორმაცია არ აქვს, რა ეტაპზეა გამოძიება, თუმცა გოგაძე ამბობს, რომ მათი მხრიდან რეაგირება უმკაცრესი იქნება: "პროკურატურაში გამოძიება დაიწყო. რა ეტაპზეა, არ მაქვს ინფორმაცია, ამიტომ ტყუილს ვერ ვიკადრებ. რეაგირება იქნება უმკაცრესი, იმიტომ რომ ეს არის ამაზრზენი, ამორალური დანაშაული; ისტორიამაც აჩვენა, რომ ჩვენ ამ დანაშაულის მიმართ ვიქნებით უმკაცრესი",-განაცხადა გიორგი გოგაძემ. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოქალაქე გელა ღურწკაია დააკავა. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, საქმე ეხება ორი თვის წინ მომხდარ ინციდენტს, როდესაც გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქციაში გელა ღურწკაია მივიდა და წინასწარ დაანონსა, რომ ეკა ბესელიასა და პოლიტპატიმრების შესახებ, ჟურნალისტებისათვის საინტერესო მასალები ჰქონდა. მათივე ცნობით, გაზეთის რედაქტორის ნანა თვალაბეიშვილის მიერ მეხსიერების ბარათის შემოწმების შემდეგ კი მასზე დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა აღმოჩნდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)