23:11 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-12 12:52:06, 422 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით, მარჯანიშვილის თეატრში „გაკვეთილის“ პრემიერა გაიმართება

ბაზისბანკსა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრს შორის გენერალური სპონსორობის ფარგლებში, 13 ივნისს, მარჯანიშვილის თეატრის სხვენში, რეჟისორ ჯაბა პაპუაშვილის სპექტაკლის „გაკვეთილი“ პრემიერა გაიმართება.

„გაკვეთილი“ არის ამბავი თანამედროვე სამყაროში ძველი და ახალი თაობის მარადიულ დაპირისპირებაზე. სამყაროში, სადაც ტექნოლოგიებია გამეფებული და ადამიანურ ურთიერთობებს ყველაზე რთული გამოცდის ჩაბარება უწევს.

„ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, მესამე წელია კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის გენერალური სპონსორია. ბანკსა და მარჯანიშვილის თეატრს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას და ერთობლივი, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.  მოხარულები ვართ, რომ კვლავ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ თანამშრომლობას და წელს უკვე მესამე სპექტაკლის პრემიერას ვთავაზობთ თეატრის მოყვარულებს. მიგვაჩნია, რომ ქართული კულტურის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ბევრ საინტერესო ერთობლივ პროექტს შევთავაზებთ მაყურებელს“, - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

მარჯანიშვილის თეატრის გენერალური სპონსორია ბაზისბანკი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics