|
2024-06-11 19:32:58, 428 ნახვა
საზოგადოება
პაატა კვიჟინაძე - საპენსიო სისტემა არის ძალიან კარგი და წარმატებული
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონზე ჟურნალისტებთან საუბრობს. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს. კვიჟინაძე აცხადებს, რომ თავიდან ეს კანონი ევროკავშირის დახმარებით 2018 წელს იქნა მიღებული. „ეს კანონი მივიღეთ 2018 წელს. ჩვენ ერთის მხრივ ვალდებულება გვქონდა ევროკავშირთან და მეორეს მხრივ, ევროკავშირი ძალიან მოგვეხმარა ამ კანონის მიღებაში. სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდით. მსოფლიო ბანკის ექსპერტები გვახლდნენ და მივიღეთ ერთ-ერთი საუკეთესო კანონი ევროპაში და ამას ყველა აღიარებს. ამას ამტკიცებს ისიც, რომ ხალხი გვენდო და იმაზე მეტი შემოვიდა საპენსიო სააგენტოში, ვიდრე ველოდით“,-აღნიშნა კვიჟინაძემ. კვიჟინაძე დეტალურად ხსნის დაგროვებითი პენსიის მუშაობის სტრუქტურას და აცხადებს, რომ ეს სისტემა არის ძალიან კარგი და წარმატებული. „წარმოვიდგინოთ, 2 პროცენტს იხდის თვითონ პიროვნება, პირობითად ეს არის 100 ლარი, 100 ლარს გიხდის დამატებით დამსაქმებელი და კიდევ 100 ლარს გიხდის სახელმწიფო. ის 100 ლარი ავტომატურად ხდება 300 ლარი და შემდეგ ეს თანხა გამოიმუშავებს კიდევ თანხას. მაგალითად, 5 მილიარდი რომელიც არის სააგენტოს ანგარიშზე, მილიარდ ორასი მილიონი ამონაგებია. ამიტომ, ეს სისტემა არის ძალიან კარგი და წარმატებული. აქვე გეტყვით, რომ ოპოზიციას 2018 წელსაც არ დაუჭერია მხარი და რასაც ახლა ამბობენ გაამრავლეთ ათზე და იგივეს საუბრობდნენ მაშინაც რომ დაიქცევა, დაიკარგება და ა.შ. არაფერიც არ მომხდარა. ხედავთ, რომ ვითარდება და ყველაფერი კარგად მიდის“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)