|
2024-06-11 19:32:06, 443 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - არასერიოზულთან ერთად სანქციები არის შეურაცხმყოფელი - პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესატყვისება
სანქციები არის არასერიოზული, თუმცა არასერიოზულთან ერთად, სანქციები არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ასევე ეს არ შეესატყვისება პარტნიორობის სულისკვეთებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიაში ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაური ყველას მოუწოდებს პრაგმატული ნაბიჯების გადადგმისკენ და სწორი, სამართლიანი დამოკიდებულების გამოვლინებისკენ ქართველი ხალხის მიმართ. „სანქციები არის არასერიოზული, თუმცა არასერიოზულთან ერთად სანქციები არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის დახალხისთვის. ეს ასევე არ შეესატყვისება პარტნიორობის სულისკვეთებას. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერი გადაიხედება. ჩვენს ინტერესებშია, მაქსიმალურად გაღრმავდეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შემხვედრი ნაბიჯებიც ვიხილოთ ამ მიმართულებით, როგორც ამერიკელი პარტნიორებისგან, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლებისგან. ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ. ყველას მოვუწოდებ პრაგმატული ნაბიჯების გადადგმისკენ და სწორი, სამართლიანი დამოკიდებულების გამოვლინებისკენ ჩვენი ხალხის მიმართ", - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)