|
2024-06-11 18:40:33, 430 ნახვა
ეკონომიკა
„საჯარო ფინანსების საერთაშორისო ასოციაციის“ დამფუძნებელ საბჭოში საქართველოს ფინანსისტთა ასოციაციაც იქნება
“საჯარო ფინანსების საერთაშორისო ასოციაციის” დამფუძნებელ საბჭოში აშშ-ს, კანადის, ინდოეთის, შვედეთის, სამხრეთ აფრიკის, ბრაზილიის, ისრაელის ფინანსისტთა ასოციაციებთან ერთად საქართველოს ფინანსისტთა ასოციაციაც იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამერიკისა და კანადის საჯარო მოხელე ფინანსისტთა ასოციაციის 118-ე ყრილობა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ საჯარო ფინანსების საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელ საბჭოში აშშ-ის, კანადის, ინდოეთის, შვედეთის, სამხრეთ აფრიკის, ბრაზილიის, ისრაელის ფინანსისტთა ასოციაციებთან ერთად, საქართველოს ადგილობრივი ფინანსისტთა ასოციაციაც (სათეფა) იქნება. “9-12 ივნისს მიმდინარე ყრილობას ამერიკისა და კანადის საჯარო მოხელეებთან ერთად საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის მერი და მერის მოადგილეები ესწრებოდნენ. შეხვედრები გაიმართა საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების თაობაზე. მათ შორის პროგრამული ბიუჯეტირების განვითარების და საჯარო ფინანსების შიდა კონტროლის გაუმჯობესების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად საფუძველი ჩაეყარა „საჯარო ფინანსების საერთაშორისო ასოციაციის“ შექმნას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)