|
2024-06-11 10:35:18, 408 ნახვა
სამართალი
ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, 2 სამართალდარღვევა გამოვლენილია ქვემო ქართლში, მდინარე მტკვარზე. "მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოს მიმდებარედ, სამართალდამრღვევები უკანონო თევზჭერას გასაბერი ნავიდან, აკრძალული იარაღის - ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით ახდენდნენ. მათ უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 44 კგ თევზი. გასაბერი ნავისა და ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით ახდენდნენ უკანონო თევზჭერას მოქალაქეები გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაქლას მიმდებარედაც. სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 38,1 კგ თევზი. უკანონო თევზჭერის 1 ფაქტი აღკვეთილია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის მიმდებარედ. მოქალაქეები ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერას, მდინარე ქსანზე ახდენდნენ. ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)