|
2024-06-10 13:38:22, 399 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა მაკრონსა და ბაიდენს - მგონია, რომ პრობლემა, ბიჭებო, თქვენს მმართველობაშია - ეს უნდა გამოასწოროთ
მგონია, რომ პრობლემა, ბიჭებო, თქვენს მმართველობაშია, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების მოწოდებას. როგორც ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრობლემა მათ "არასწორ, უსამართლო" დამოკიდებულებაშია სხვა ქვეყნების მიმართ. "ჩვენ დავრწმუნდით, რომ ევროკავშირის მოსახლეობა და ქართული სახელმწიფოს ხელისუფლება ერთი და იგივე პოლიტიკას ვატარებთ, პრაგმატულს, რომლებიც ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, ჩვენს ადათ-წესებს, ჩვენს მართლმადიდებლობას, რელიგიას ჩვენს ხალხს, თავისუფლებას და სუვერენიტეტს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მგონია, რომ პრობლემა, ბიჭებო, თქვენს მმართველობაშია. პრობლემა, ბიჭებო, თქვენს არასწორ, უსამართლო დამოკიდებულებაშია სხვა ქვეყნების მიმართ. მე მგონი, ეს უნდა გამოასწოროთ, თორემ, საფრანგეთშიც პრობლემა იქნება მალე - და იქ კიდევ ტრამპი მოდის, მისტერ ბაიდენ. ასე რომ, დაფიქრდით, დაფიქრდით", - განაცხადა ზარქუამ. შეგახსენებთ, გუშინ, 9 ივნისს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, "ქართულ ოცნებას" ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით, საზოგადოების პატივისცემისკენ მოუწოდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)