00:07 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-09 22:11:46, 436 ნახვა

საზოგადოება
რიკოტის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო

რიკოთის უღელტეხილზე შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად რიკოტას უღელტეხილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა საავტომობილო გზებზე წყლისა და თხევადი ტალახის გადმოსვლის გამო.

„კერძოდ, სოფელ ხევის მიდამოებში, მშენებარე ობიექტთან, ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან გზაზე ჩამოვიდა წყლისა და ტალახის მასა და, შესაბამისად, ქ. დასუფთავების სამუშაოები, დროებით შეიზღუდა მანქანების მოძრაობა.

გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ამ ეტაპზე რიკოტის უღელტეხილის მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივი რეჟიმით მიმდინარეობს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია რიკოტის უღელტეხილზე მეწყერის ჩამოწოლის შესახებ რეალობას არ შეესაბამება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics