00:13 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-04 17:33:07, 475 ნახვა

პოლიტიკა
„კანცლერის განცხადების საბაბი იყო გერმანია, თუმცა ის ზოგადადაც ვალიდურია“ - ფიშერი განმარტებას აკეთებს

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, 2 ივნისს, სოციალურ ქსელში გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადების გავრცელებასთან დაკავშირებით, დამატებით განმარტებას აკეთებს.

როგორც ფიშერი X-ზე წერს, ის ციტირებდა კანცლერს, კონტექსტის შემოწმება კი, ყველას შეეძლო.

"დაზუსტება: 1. ქვემოთ მე ციტირება მოვიყვანე გერმანიის კანცლერის და დავეყრდენი კანცლერის წყაროს. ყველას შეუძლია კონტექსტის შემოწმება. 2. გერმანიის საელჩომ უპასუხა კითხვებს: კანცლერის განცხადების საბაბი იყო გერმანია, თუმცა ის ზოგადადაც ვალიდურია. 3. ვიმედოვნებ, ეთანხმებით კანცლერის სიტყვებს",- წერს გერმანიის ელჩი.

ცნობისთვის, 2 ივნისს საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადება გაავრცელა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყანას ეხებოდა კანცლერის სიტყვები.

აღნიშნულის შემდეგ, ქართული მედიასაშუალებების ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შოლცის განცხადება საქართველოს ეხებოდა.

რაც შეეხება თავად კანცლერის განცხადებას, შოლცი გერმანიაში მომხდარ ძალადობის შემთხვევებს გმობდა და ამბობდა, რომ "იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული მტრობა და თავდასხმები, შეუწყნარებლები ვართ სიძულვილისა და ძალადობის მიმართ. ხალხის უმრავლესობა ღირსეულია და მათი ხმა უშეცდომოდ უნდა იქნას გაგებული".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics