|
2024-06-04 15:49:59, 434 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ბანდიტებს, რომლებიც თავს დაესხნენ ენმ-ის ოფისს, საპატრულო ეკიპაჟი აცილებს - გასაგებია, რომ არაფერს გამოიძიებენ
"იდეალის" საპარკინგე სივრციდან გარკვევით ჩანს, ბანდიტებს, რომლებიც თავს დაესხნენ ენმ-ის ცენტრალურ ოფისს, საპატრულო ეკიპაჟი აცილებს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის ვიდეოკადრებსაც აქვეყნებს. ხაბეიშვილის განცხადებით, თავდამსხმელები "თავად მოაცილა და თავად გააცილა გომელაურის უწყებამ და გასაგებია, რომ არაფერს გამოიძიებენ". "ენმ-ის ოფისზე თავდამსხმელები ათობით ავტომობილით ტოვებენ ტერიტორიას, თავდასხმიდან 2 წთ-ში, "იდეალის" საპარკინგე სივრციდან. ვიდეოში გარკვევით ჩანს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც აცილებს "ბანდიტების" ავტომობილებს და მხოლოდ ამის შემდეგ იძვრება ენმ-ის ცენტრალური ოფისისკენ, საიდანაც მიიღეს შეტყობინება ბანდფორმირების თავდასხმის შესახებ. მე-4 დღეა და 100-მდე ადამიანიდან არცერთი არ დაუკავებიათ. თავად მოაცილა და თავად გააცილა გომელაურის უწყებამ და შესაბამისად გასაგებია, რომ არაფერს გამოიძიებენ“,- წერს ხაბეიშვილი. შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისზე თავდასხმა 31 მაისს, გვიან ღამით განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)