|
2024-06-04 15:36:42, 329 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ჰადას მეიცადს შეხვდა
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის ელჩს ჰადას მეიცადს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ხალხთა შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობაზე, რომელსაც ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები ეფუძნება. ასევე, განიხილეს ისრაელი-საქართველოს პარტნიორობის საკითხები სხვადასხვა სფეროში, იმსჯელეს სამომავლო პერსპექტივებზე. "პარტიის თავმჯდომარემ დიპლომატს კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამო. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ასევე რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)