|
2024-06-03 20:45:38, 483 ნახვა
ეკონომიკა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2023 წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2023 წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მთავარმა შრომის ინსპექტორმა ბექა ფერაძემ თავის გამოსვლაში იმ მნიშვნელოვან შედეგზე ისაუბრა,რომლებიც ინსპექტირებების გაზრდილი ოდენობის,დასაქმებულებსა და დამსაქმებელთან დაბალანსებული, პარტნიორული მიდგომისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიების შედეგად იქნა მიღწეული. "კერძოდ, 2023 წელს შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ შრომის უსაფრთხოების ნორმებსა და შრომით უფლებებზე ზედამხედველობის მიმართულებით 2023 წელს 5544 ინსპექტირება ჩატარდა. 2022 წელთან შედარებით 1,5-ჯერ გაიზარდა პირველადი და განმეორებითი ინსპექტირებების რაოდენობა, ასევე 1,5-ჯერ გაიზარდა შემოწმებული სამუშაო ადგილების ოდენობა. რაც შეეხება შრომით უფლებებზე ზედამხედველობას, ამ მიმართულებით ჩატარებული ინსპექტირებები 72 000-მდე დასაქმებულ პირს შეეხო. 67 დამსაქმებელს დაუდგინდა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი. სამედიცინო სექტორში მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებაზე ზედამხედველობის მიზნით ჩატარებული ინსპექტირებები, სამედიცინო სექტორში დასაქმებულ 24 000-ზე მეტ პირს შეეხო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)