|
2024-06-03 15:54:52, 409 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ძალიან განსხვავებული ოპოზიციური ამომრჩევლებისთვის დატოვო ერთი არჩევანი, ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს [ვიდეო]
პარტია "ახალის" პოზიცია ერთიან საარჩევნო სიასთან დაკავშირებით - შეიძლება, ასე ემოციურად, თეორიულად კარგად ჟღერდეს, მაგრამ ძალიან განსხვავებული ოპოზიციური ამომრჩევლებისთვის დატოვო ერთი არჩევანი, მე ვშიშობ, რომ ეს დაასხამს ხელისუფლების წისქვილზე წყალს,- ამის შესახებ "ახალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა. როგორც მელიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს გამსხვილება და შეიქმნას რამდენიმე ოპოზიციური ცენტრი. "აქვე ვამბობ, რომ მნივნელოვანზე მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს გამსხვილებები, შეიქმნას რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი, არ დაიკარგოს ოპოზიციური ხმა. რა სურს "ნაციონალურ მოძრაობას", რა სურთ მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, დათო კეზერაშვილს და ა.შ, ეს არის მათი ლეგიტიმური უფლება. მათ აქვთ თავიანთი მოსაზრება. დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს, ან ნაწილობრივ ოპოზიციურ პარტიებს, ვინც დაეთანხმებიან მათ და იქნებიან თანამშრომლობაში საარჩევნოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან", ჩვენ მიგვაჩნია, რომ სხვაგვარი კონფიგურაციით უნდა წარვსდგეთ",- თქვა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)