|
2024-06-03 14:52:53, 308 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო - ონკოლოგიური პაციენტებისთვის, პრეპარატების მიწოდების გამარტივებაზე ვმუშაობთ
ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსს გადიან, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებისთვის, ჩვენ გვაქვს მუშაობა დაწყებული. ჩვენ, პერმანენტულად ვხვდებით პაციენტებსა და იმ კლინიკებს, რომლებიც მათ სერვისებს აწვდიან. შეხვედრებზე გამოიკვეთა გარკვეული უხერხულობა მიწოდების ჯაჭვის გამართულობასთან დაკავშირებით, - აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი მოდელით, ქიმიოთერაპიის კურსის ჩასატარებლად, პაციენტებს უწევთ ჯერ რეცეპტის მიღება და ქსელში, სასურველი პრეპარატის მოძებნა, შემდეგ უკან, კლინიკაში და მკურნალობის მიღება. მისივე თქმით აღნიშნული პროცესი, ონკოლოგიური პაციენტისთვის საკმაოდ რთულია და დროსა და ხარჯებთან არის დაკავშირებული. „ჩვენ ჩავთვალეთ შესაძლებლად, რომ ამ თემაზე მუშაობა დაგვეწყო და რაც შეიძლება მეტად ეფექტიანი, გაცილებით მარტივი და იოლად ხელმისაწვდომი გამხდარიყო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების სასურველი სერვისის ადგილზე მიღება. გვაქვს გარკვეული იდეები, მოსაზრებები, რომელიც გავცვალეთ კერძო სექტორთან, სერვისების მიმწოდებლებთან და ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება კონკრეტულ ინიციატივა. ვფიქრობ, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, მივაღწევთ იმას, რომ დადგინდება და განისაზღვრება ახალი მეთოდოლოგია ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. ჯანდაცვის მინისტრმა, ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის შეიქმნის საკითზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, პატარა პაციენტებს ადგილზე მიაწოდოს მაღალი ხარისხის სერვისი. „რაც შეეხება ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო ცენტრის შემქნას, ამ იდეასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ეს გახლავთ საკმაოდ კომპლექსური და რთული საკითხი. განიხილება რამდენიმე ვერსია ამ მიმართულებით. ონკოლოგიური დიაგნოზი, რა თქმა უნდა სასურველია, რომ პირველ რიგში არავის ემართებოდეს და თუ ვინმეს დაემართება, ამ შემთხვევაში, საქართველოშიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს მკურნალობა, იგივე ხარისხით როგორიც ეს ხელმისაწვდომია ნებისმიერ განვითარებულ უცხოურ სახელმწიფოში. ჩვენ ამ კუთხით გვექნება გარკვეული ინიციატივები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროექტი რეალურად განხორციელდეს“, - განცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)