|
2024-06-03 13:10:15, 338 ნახვა
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალური საკითხების, ჯანმრთელობის დაცვისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვა
3 ივნისს, პარიზში, გაიმართება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალური საკითხების, ჯანმრთელობის დაცვისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის შეხვედრა, რომელსაც საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ეკა სეფაშვილი დაესწრება. დეპუტატი აღნიშნული კომიტეტის ძირითადი წევრი და ერთ-ერთ მიმდინარე ანგარიშზე მომხსენებელია. კომიტეტის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად განიხილება თემები და ანგარიშები „ხანგრძლივი კოვიდის“, უკრაინელი ბავშვების, მომავალ თაობათა ადამიანის უფლებების შესახებ. დღის წესრიგშია ასევე ანგარიში ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის შესახებ. ამ უკანასკნელზე მომხსენებელია ეკა სეფაშვილი, რომელიც კომიტეტის წევრებს ანგარიშს წარუდგენს და სიტყვით მიმართავს, რასაც მოჰყვება თემაზე დისკუსია. 4 ივნისს, ვიზიტის დასასრულს, ეკა სეფაშვილი მონაწილეობას მიიღებს ჯანსაღი გარემოს საკითხებზე კონტაქტ-პარლამენტართა კავშირის შეხვედრაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)