|
2024-06-01 16:46:44, 416 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ის, რაც გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მოხდა, დასაგმობია
პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება. როგორც მელია აღნიშნავს, მისი მხრიდან პარტიის მეპატრონეებზე შეხედულების მიუხედავად, „ვანდალიზმი“ დასაგმობია. „ის, რაც გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მოხდა, რა ძალადობაც დაატრიალა ხელისუფლებამ, არის ერთმნიშვნელოვნად დასაგმობი. დასაგმობია იმისდა მიუხედავად, რა უმძიმესი აზრის ვარ ამ პარტიის მეპატრონეებზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, თვალი დავხუჭო, წავუყრუო ამ ვანდალიზმს. გასაგებია, რა ამოძრავებს მსოფლიოს მიერ კუთხეში მიმწყვდეულ რეჟიმს. ჩამოშლის საფრთხის წინაშე დგას - რყევაა მათ ქვედა ეშელონებში და ამ ძალადობრივი აქტებით ცდილობს პირველ რიგში ძალა აჩვენოს მათ. ასეთი ძალადობები ადრენალინია მათთვის. ამის მეტი მათ არაფერი დარჩათ. მათ დაწვეს ყველა ხიდი, უკან დასახევი გზა არ დაიტოვეს და დასაკარგიც აღარაფერი აქვთ. მათგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს დასაკარგი - ეს ქვეყანა, რომელსაც არ დავკარგავთ, რა მეთოდებსაც არ უნდა მიმართოს რეჟიმმა”, - წერს მელია სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, გუშინ ღამით "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს თავს დაესხნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)